როსაფერტი - NPK 8-24-24

ფასი ქულებში: 55 ქულა
10 პროდუქტი;
C011

GEL55

კულტურა: მოქმედი ნივთიერებაNPK 8-24-24 მწარმოებელი:Rosier S.A., ბელგია შიგთავსი: 25 კილოგრამი ნიადაგში შესატანი კომპლექსური სასუქი – ერთწლიანი და მრავალწლიანი მცენარეების ფესვიდან გამოსაკვებად.. შემადგენლობა: დასახელება ნივთიერება მგ/ლ საერთო აზოტი N 112 საერთო ფოსფორის...
+
განვადებით ყიდვა

კულტურა:

მოქმედი ნივთიერებაNPK 8-24-24

მწარმოებელი:Rosier S.A., ბელგია

შიგთავსი:

25 კილოგრამი

ნიადაგში შესატანი კომპლექსური სასუქი – ერთწლიანი და მრავალწლიანი მცენარეების ფესვიდან გამოსაკვებად..

შემადგენლობა:

დასახელებანივთიერებამგ/ლ
საერთო აზოტიN112
საერთო ფოსფორის პენტაოქსიდიP2O5128
წყალში ხსნადი კალიუმის ოქსიდიK2O144

გამოყენება:

პროდუქტი რეკომენდირებულია ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების გამოსაკვებად. ნიადაგში შესატანი დოზის განსაზღვრისას უნდა გავითვალისწინოთ ნიადაგის ტიპი, დაგეგმილი მოსავლიანობა, კულტურის ტექნოლოგიური განოყიერების სქემა და ნიადაგის ანალიზის შედეგები. ოპტიმალური შედეგის მისაღწევად სასურველია სასუქის ნიადაგში ჩაკეთება. გამოყენების ზუსტი ნორმების განსასაზღვრად კონსულტაციისათვის მიმართეთ პროფესიონალ აგრონომს ან დისტრიბუტორი კომპანიის წარმომადგენელს.

შენახვის პირობები:

პროდუქტი შეინახეთ სითბოსა და ცეცხლის წყაროსგან მოშორებით, მშრალ, კარგად ვენტილირებად და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაფრთხილება:

გამოიყენეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზებს. ატარეთ დამცავი ხელთათმანები და სათვალე.
პროდუქტთან მუშაობის პროცესში აკრძალულია ჭამა, დალევა და მოწევა.
თვალში მოხვედრის შემთხვევაში ფრთხილად გამოირეცხეთ წყლით თვალები. რამდენიმე წუთის განმავლობაში მოიხსენით კონტაქტური ლინზები, თუ ატარებთ, და გააგრძელეთ თვალების გამორეცხვა. თუ თვალების გაღიზიანება განმეორდა მიმართეთ ექიმს.
პროდუქტის მოხმარების შემდეგ დაიბანეთ ხელები. დაბინძურებული ტანსაცმელი გაიხადეთ და ხელახლა გამოყენებამდე გარეცხეთ.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება ქარხნულ შეფუთვაში.

მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას მისი არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას მისი არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სასარგებლო ინფორმაცია