ნიტროამოფოსკა NPK 8:24:24

ფასი ქულებში: 45 ქულა
10 პროდუქტი;

GEL45

კულტურა: თხილი, ყურძენი, მარწყვი, კაკალი, პომიდორი, სიმინდი, კარტოფილი, ხორბალი, სალათა, ბადრიჯანი, ნიორი, მანდარინი, ვაშლი, ტკბილი წიწაკა პრეპარატული ფორმაგრანულები მოქმედი ნივთიერებაNPK 8:24:24 მწარმოებელი:Adriatica, იტალია შიგთავსი: 25 კილოგრამი ნიტროამოფოსკა კარგი ფიზიკური თვისებების...
+
განვადებით ყიდვა

კულტურა:

თხილი, ყურძენი, მარწყვი, კაკალი, პომიდორი, სიმინდი, კარტოფილი, ხორბალი, სალათა, ბადრიჯანი, ნიორი, მანდარინი, ვაშლი, ტკბილი წიწაკა

პრეპარატული ფორმაგრანულები

მოქმედი ნივთიერებაNPK 8:24:24

მწარმოებელი:Adriatica, იტალია

შიგთავსი:

25 კილოგრამი

ნიტროამოფოსკა კარგი ფიზიკური თვისებების მქონე სამმაგი რთული მინერალური სასუქია. გამოიყენება ყველა ტიპის ნიადაგში, ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურაში, თესვის წინა დამუშავების დროს, ძირითადად განოყიერებაში და მწკრივულ განოყიერებაში. ნიადაგში შეტანის ნორმა განისაზღვრება მცენარეთა ბიოლოგიური თავისებურებების და ნიადაგის მაკრო ელემენტების უზრუნველყოფისა და ყველა იმ პირობების შესაბამისად, რაც კულტურის მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს.

შემადგენლობა:

დასახელებანივთიერება%
აზოტიN8
ფოსფორიP2O524
კალიუმიK2O24

გამოყენების რეკომენდაციები:

კულტურის გათვალისწინებით ნიადაგში შესატანი ნორმაა 200-350 კგ.

პრეპარატის უპირატესობები:

სამმაგი სასუქი ნიტროამოფოსკას უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ეკონომიური თვალსაზრისით ბევრად ნაკლებია მისი ტრანსპორტირების და ნიადაგში შეტანის ხარჯები, რამეთუ ერთად ხდება ნიადაგში აზოტის, ფოსფორის და კალიუმის შეტანა, სასუქის შეტანა გაძლევთ პოტენციურ შესაძლებლობას, მოსავლიანობა გაზარდოთ 15-20 ცენტნერით.

შენახვის პირობები:

პროდუქტი შეინახეთ სითბოსა და ცეცხლის წყაროსგან მოშორებით, მშრალ, კარგად ვენტილირებად და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაფრთხილება:

გამოიყენეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზებს. ატარეთ დამცავი ხელთათმანები და სათვალე. პროდუქტთან მუშაობის პროცესში აკრძალულია ჭამა, დალევა და მოწევა. თვალში მოხვედრის შემთხვევაში ფრთხილად გამოირეცხეთ წყლით თვალები. რამდენიმე წუთის განმავლობაში მოიხსენით კონტაქტური ლინზები, თუ ატარებთ, და გააგრძელეთ თვალების გამორეცხვა. თუ თვალების გაღიზიანება განმეორდა მიმართეთ ექიმს. პროდუქტის მოხმარების შემდეგ დაიბანეთ ხელები. დაბინძურებული ტანსაცმელი გაიხადეთ და ხელახლა გამოყენებამდე გარეცხეთ.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას მისი არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას მისი არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სასარგებლო ინფორმაცია