ბაზიფერტილი მპპა ევროპაკი

ფასი ქულებში: 64 ქულა
10 პროდუქტი;
C011

GEL64

კულტურა: მოქმედი ნივთიერებაNPK 10-11-16 მწარმოებელი:Helenic Fertilizers&Chemicals Elfe S.A., საბერძნეთი შიგთავსი: 25 კილოგრამი ნიადაგში შესატანი სასუქი, ერთწლიანი და მრავალწლიანი მცენარეების ფესვიდან გამოსაკვებად. NPK (S) სასუქი მიკრო-მკვებავი ელემენტებით: ბორი (B), თუთია (Zn)....
+
განვადებით ყიდვა

კულტურა:

მოქმედი ნივთიერებაNPK 10-11-16

მწარმოებელი:Helenic Fertilizers&Chemicals Elfe S.A., საბერძნეთი

შიგთავსი:

25 კილოგრამი

ნიადაგში შესატანი სასუქი, ერთწლიანი და მრავალწლიანი მცენარეების ფესვიდან გამოსაკვებად. NPK (S) სასუქი მიკრო-მკვებავი ელემენტებით: ბორი (B), თუთია (Zn).

შემადგენლობა:

დასახელებანივთიერება%
საერთო აზოტიN11
ამიაკური ფორმაN-NH49
ნიტრატული ფორმაN-NO32
ფოსფორის ოქსიდიP2O510
კალიუმის ოქსიდიK2O16
საერთო გოგირდის ტრიოქსიდიSO318
მაგნიუმის ოქსიდიMgO2
ბორიB0.3
თუთიაZn0.3

გამოყენება:

პროდუქტი რეკომენდირებულია მარცვლოვანი, ხეხილისა და ბოსტნეული კულტურების გამოსაკვებად. ნიადაგში შესატანი დოზის განსაზღვრისას უნდა გავითვალისწინოთ ნიადაგის ტიპი, დაგეგმილი მოსავლიანობა, კულტურის ტექნოლოგიური განოყიერების სქემა და ნიადაგის ანალიზის შედეგები. ოპტიმალური შედეგის მისაღწევად სასურველია სასუქის ნიადაგში ჩაკეთება. გამოყენების ზუსტი ნორმების განსასაზღვრად კონსულტაციისათვის მიმართეთ პროფესიონალ აგრონომს ან დისტრიბუტორი კომპანიის წარმომადგენელს.

თავსებადობა:

პროდუქტი არ არის თავსებადი პესტიციდების უმრავლესობასთან, თუმცა შეიძლება შეერიოს სხვა მყარ სასუქებს. შეუთავსებელი მასალები: ტუტეები, ძლიერი მჟავები, სპილენძი და სხვა შენადნობები. ყველა შემთხვევაში შერევამდე მიზანშეწონილია თავსებადობის ტესტირება.

შენახვის პირობები:

პროდუქტი შეინახეთ სითბოსა და ცეცხლის წყაროსგან მოშორებით, მშრალ, კარგად ვენტილირებად და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაფრთხილება:

გამოიყენეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზებს. ატარეთ დამცავი ხელთათმანები და სათვალე.
პროდუქტთან მუშაობის პროცესში აკრძალულია ჭამა, დალევა და მოწევა.
თვალში მოხვედრის შემთხვევაში ფრთხილად გამოირეცხეთ წყლით თვალები. რამდენიმე წუთის განმავლობაში მოიხსენით კონტაქტური ლინზები, თუ ატარებთ, და გააგრძელეთ თვალების გამორეცხვა. თუ თვალების გაღიზიანება განმეორდა მიმართეთ ექიმს.
პროდუქტის მოხმარების შემდეგ დაიბანეთ ხელები. დაბინძურებული ტანსაცმელი გაიხადეთ და ხელახლა გამოყენებამდე გარეცხეთ.
საზიანოა წყლის ფლორისა და ფაუნისათვის ხანგრძლივი მოქმედების შედეგით.

პროდუქტის ნარჩენებისა და კონტეინერის უტილიზაცია ჩაატარეთ სახიფათო ან სპეციფიკური ნარცენების შეგროვების ადგილას ადგილობრივი, რეგიონალური, ნაციონალური და/ან ინტერნაციონალური რეგულაციების შესაბამისად.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება ქარხნულ შეფუთვაში.

მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას მისი არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას მისი არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სასარგებლო ინფორმაცია