ვერცხლისფერი ნაძვი ან მჩხვლეტავი ნაძვი Picea pungens— წიწვოვანი მცენარე ფიჭვისებრთა ოჯახისა. ბუნებრივი გავრცელების არეალია აშშ, კერძოდ აიდაჰოს შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სამხრეთით, იუტისა და კოლორადოს შტატების გავლით, არიზონასა და ნიუ-მექსიკომდე. გავრცელებულია ზღვის დონიდან 1750—3000 მ სიმაღლეზე. იზრდება უმეტესად მთის მდინარეებისა და ნაკადულების ხეობებში, სადაც ნიადაგი უფრო ტენიანია