მაგნოლია მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქებია. მეტწილად დიდი ფოთლები აქვთ. ყვავილები კენწრული და ორსქესიანია, უმეტესად სურნელოვანი, იშვიათად მყრალი.
ნაყოფი გირჩისებრი, მრავალფოთლურაა, საიდანაც ძაფზე ჩამოკიდებული, წითელ გარსში მოქცეული თესლი. ცნობილია მაგნოლიის 80-მდე სახეობა, მათგან 20-მდე სახეობა ჩრდილოეთ ამერიკაში იზრდება, დანარჩენი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.