შლუმბერგერა

ფასი ქულებში: 14 ქულა
6 პროდუქტი;
G011

GEL14

შლუმბერგერა, რომელიც ბევრი ყვავილების მოყვარულის სახლებს ამშვენებს-ტყის ეპიფიტური კაკტუსის სახეობაა.მას მეორენაირად "დეკემბერას" უწოდებენ, გამომდინარე იქედან, რომ ტრადიციულად დეკემბერში ყვავის(ზოგჯერ იანვარშიც).შლუმბერგერა ნაკლებად სითბოს მოყვარული მცენარეა, ტემპერატურა 28 გრადუსს არ უნდა...
+
განვადებით ყიდვა

შლუმბერგერა, რომელიც ბევრი ყვავილების მოყვარულის სახლებს ამშვენებს-ტყის ეპიფიტური კაკტუსის სახეობაა.მას მეორენაირად "დეკემბერას" უწოდებენ, გამომდინარე იქედან, რომ ტრადიციულად დეკემბერში ყვავის(ზოგჯერ იანვარშიც).შლუმბერგერა ნაკლებად სითბოს მოყვარული მცენარეა, ტემპერატურა 28 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს.სექტემბერ-ოქტომბერში, კოკრების გამოტანამდე უმჯობესია ამყოფოთ აივანზე 15-16 გრადუსზე განათებულ ადგილას, კოკრებისა გამოტანის შემდეგ შეგიძლიათ მოათავსოთ ოთახში, ოღონდ გაითვალისწინეთ რომ ყვავილობისათვის ოპტიმალური ტემპერატურა 18-20 გრადუსია.მცენარეს უყვარს სუფთა ჰაერი, რეკომენდებული არ არის ის სამზარეულოში გედოთ.განათება უნდა იყოს კარგი ან ჩრდილი უნდა ეცემოდეს მცენარეს ნახევრად.მარტიდან-აგვისტომდე მოარიდეთ შუადღის მცხუნვარე მზეს.კოკრების გამოტანიდან– ყვავილობის დასრულებამდე მორწყეთ უხვად.ამ პერიოდში მიწა სულ ნესტიანი უნდა ჰქონდეს, ოღონდ ზემოდან კარგად მომშრალი.ყვავილობამდე კი მორწყეთ ზომიერად.

სასარგებლო ინფორმაცია