გარანტია

ნივთზე ვრცელდება მომწოდებელი კომპანიის საგარანტო შესაძლებლობა.

ნივთი არ ექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას, თუ:

► გასულია საგარანტიო ვადა

► საგარანტიო საბუთში არ ემთხვევა პროდუქტის ბრენდი, მოდელი, გაყიდვის თარიღი. საგარანტიო საბუთში არ არის მოცემული კომპანიის ბეჭდი ან მაღაზიის წარმომადგენლის ხელმოწერა.

► ნივთს აღენიშნება მექანიკური, თერმული ან წყლის მიერ გამოწვეული დაზიანება

► პროდუქტის კომპლექტაცია არ არის წარმოდგენილი სრულყოფილად

► ნივთი დაზიანდა არასწორი ექსპლოტაციის მიზეზით

► თუ ნივთი არაა საწარმოო ან კომერციული დანიშნულების და დაზიანდა კომერციული დანიშნულებით გამოყენებისას

► პროდუქტის დაზიანება გამოწვეულია ელექტრო გაუმართაობით

► ნივთი შეკეთებულია ან “გახსნილია” თვითნებურად, ან არაოფიციალურ სერვისცენტრებთან.

► ნივთი დაზიანდა მესამე პი რის მიერ არასწორი მონტაჟის ან ჩართვის დროს. არ იქნა გათვალისწინებული სამომხმარებლო ინსტრუქციაში არსებული საექსპლუატაციო პირობები

► აქსესუარებზე (მათ შორის: ელემენტი, თავაკი, ყურსასმენი, დამტენი მოწყობილობა და სხვა) არ ვრცელდება საგარანტიო პირობები

► მოწყობილობის სახარჯი მასალები გამოყენებულია ექსპლუატაციის პირობების დარღვევით

საგარანტიო მომსახურების მისაღებად აუცილებელია მოცემული პირობები სრულად იყოს დაცული:

► საგარანტიო პერიოდი იანგარიშება, ნივთის საგარანტიო ფურცელზე მითითებული თარიღიდან.

► საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია დაუკავშირდეს წარმომადგენელს,

► საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს საგარანტიო ტალონი, რომელიც შეიცავს პროდუქტის გაყიდვის თარიღს, პროდუქტის ბრენდს, მოდელს, მაღაზიის ბეჭედსა და ხელმოწერას

► ნივთის შეძენიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში, ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, პროდუქტი წარედგინება სერვისცენტრს. პრობლემის დადასტურების შემთხვევაში, პროდუქტი ექვემდებარება შეცვლას. ქარხნული წუნის დაფიქსირების შემთხვევაში, ნივთის შეცვლა მოხდება შესაბამისი პროცედურების დასრულებისთანავე. ნივთი მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს დაუზიენებელი ყუთით, სრული შეფუთვით, კომპლექტაციითა და ყოველგვარი მექანიკური დაზიანების გარეშე.

► თუ ქარხნული წუნის აღმოჩენა მოხდა პროდუქტის შეძენიდან ორი სამუშაო დღის გასვლის შემდგომ, ნივთი ექვემდებარება შეკეთებას